ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/4-ფინალში გავიდა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონს „რუსთავმა“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ დამატებულ დროში დაამარცხა.
გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა. გულშემატკივარი პენალტების სერიის მოლოდინში იყო, როდესაც გადამწყვეტი როლი თორნიკე კაპანაძემ ითამაშა – ქუთაისელთა თავდამსხმელმა 115-ე და 118-ე წუთებზე დუბლი შეასრულა, „ტორპედო“ 2:0 მოიგო და კახა ჩხეტიანის გუნდი თასისთვის ბრძოლას აგრძელებს 2:0.
„ტორპედო“ მეხუთე გუნდია, რომელმაც მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა – თასისითვის ასევე იბრძვიან თბილისის „დინამო“, ლიგა 3-ის ლანჩხუთის „გურია“, ლიგა 2-ის „თელავი“ და „ვიტ ჯორჯია“.
ხვალ, 20 სექტემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8-ფინალის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართება – „ვიტ ჯორჯია 2“ – „გაგრას“ მიიღებს, „გარდაბანი“ ქობულეთის „შუქურას“, ხოლო ცხინვალის „ლიახვი“ – „მეტას“.