„ტორპედო“ თურქეთში შეკრებაზე მიემგზავრება. საქართველოს საფეხბურთო ლიგის ჩემპიონი კლუბი ლარაში დაბინავდება. შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობა გაემგზავრა:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, ტარიელ ხაინდრავა;
მცველები: ვაჟა ტაბატაძე, შალვა ბურჯანაძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, გიორგი გურული, გიორგი ქიმაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, ირაკლი წაქაძე;
ნახევარმცველები: ოლეგ მამასახლისი, მიხეილ სარდალიშვილი, გიორგი კუხიანიძე, ბიძინა მახარობლიძე, თენგიზ წიქარიძე, გრიგოლ დოლიძე, შალვა ფურცხვანიძე, მერაბ გიგაური, ბექა ტუღუში;
თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე, მერაბ მეგრელაძე, ლევან კუტალია, ევგენი ბოხაშვილი.
უცხოურ შეკრებაზე „ტორპედო“ ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს, 18 თებერვალს სამშობლოში დაბრუნდება და სუპერთასისთვის მზადებას დაიწყებს.
შეკრებაზე ქუთაისელთა მეტოქეები იქნებიან „აქტობე“ (ყაზახეთი), „ოლექსანდრია“ (უკრაინა), „ტორპედო“ (რუსეთი) და „ქაირათი“ (ყაზახეთი).
ოთხივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გუნდის ოფიციალური ვებგვერდი გეგმავს.