„ტორპედომ“ შანსები გაანიავა და „ლოკომოტივთან“ დამარცხდა - ჭიაბრიშვილის გუნდმა „საბურთალოს“ ისევ გადაასწრო #1TVSPORT
„ტორპედომ“ შანსები გაანიავა და „ლოკომოტივთან“ დამარცხდა - ჭიაბრიშვილის გუნდმა „საბურთალოს“ ისევ გადაასწრო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-8 ტურის პირველი სათამაშო დღის ბოლო შეხვედრას ქუთაისის „რამაზ შენგელია არენამ“ უმასპინძლა – „ტორპედო“ „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა და დღის სხვა მატჩების მსგავსად, გულშემატკივარმა ისევ სწრაფი და სანახაობრივი მატჩი იხილა.

მატჩი 2:2 დასრულდა და 8 ტურის შემდეგ „ტორპედო“ 5 ქულით ბოლოს წინა ადგილზეა. „ლოკომოტივმა“ კი 11 ქულა დააგროვა, საბურთალოს“ გადაასწრო და მე-3 პოზიციაზე დაწინაურდა.

პირველ ტაიმში სახიფათო გამოდგა „ლოკომოტივის“ ორი შეტევა, როდესაც ერთ წუთში გუნდმა კარში ორჯერ დაარტყა და ორივეჯერ თემურ შონიამ, მაგრამ მას ჯერ მცველი გადაეღობა, შემდეგ კი კარს ააცილა. 44-ე წუთზე სახიფათო, მაგრამ უშედეგო გამოდგა „ტორპედოს“ ლეგიონერის, მეჰდი ბუკასის დარტყმა.

შესვენებამდე რეალური საგოლე შანსი ფადი ზიდანს ჰქონდა, რომელმაც კარის წინ მარტო დარჩენილმა დარტყმა დააგვიანა და მცველმა ვითარება განმუხტა. გაფუჭებული მომენტისთვის მასპინძლები სწრაფად დასაჯეს. საპასუხო შეტევა დავით სამურკასოვმა სწრაფად მარჯვენა ფლანგზე თორნიკე კირკიტაძეს გაუგრძელა, რომელმაც შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა 0:1.

მეორე ნახევარში გუნდებმა ბევრად უფრო სწრაფი და ლამაზი თამაში აჩვენეს, ქუთაისელებმა უპირატესობა მოიპოვეს და 58-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – თბილისელთა მცველის შეცდომით უზბეკმა ლეგიონერმა მუროდჟონ ტუიჩიბაევმა ისარგებლა და ახლოდან გაიტანა.

69-ე წუთზე „ტორპედოს“ დაწინაურებაც შეეძლო, როდესაც პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ ფადი ზიდანმა პენალტი ვერ გამოიყენა. „ლოკომოტივმა“ კი ორ წუთში ორი გოლის გატანა მოახერხა. ჯერ ზედიზედ ირაკლი სიხარულიძის პასით მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა თემურ შონიამ ძლიერად გაისროლა, ხოლო მერე ბექა დარცმელიამ მცველის მიერ მოგერიებული ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა 1:3.

8 ტურის შემდეგ „ლოკომოტივმა“ 14 ქულა დააგროვა, „საბურთალოს“ ისევ (11) გადაასწრო და მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „ტორპედოს“ ისევ ერთადერთი გუნდია ეროვნულ ლიგაში, რომელსაც არ მოუგია და 5 ქულით მე-9 პოზიციას ვერ აცდა.

 


ტორპედო – ლოკომოტივი 1:3


11.04. 2021. ქუთაისი. „რამაზ შენგელია – არენა“

გოლები: 0:1 თ. კირკიტაძე (45+2. სამურკასოვის პასით), 1:1 ტუიჩიბაევი (58), 1:2 შონია (71. სიხარულიძის პასით), 1:3 დარცმელია (72)

გაფუჭებული პენალტი: ზიდანი (69)

ტორპედო: ჰამზიჩი – ტაბატაძე (85. ინკუმი), მირცხულავა, ჩაკვეტაძე, ტუიჩიბაევი, ჩალაძე – მამასახლისი, ძარია (74. სალაკუ), ბუკასი (81. შერვაშიძე), რეკიში- ზიდანი

ლოკომოტივი: მამარდაშვილი – გაბაძე, კაშია, სანდოხაძე (22. ანდრონიკაშვილი), ქველაძე – სამურკასოვი (61. დარცმელია), შონია – თ. კირკიტაძე (74. იაკობიძე), ულად-ომარ იმრანი, კახაბრიშვილი (74. მჭედლიშვილი) – გავაშელიშვილი (61. სიხარულიძე)

მთავარი არბიტრი: ჯ. ხორავა

გაფრთხილებები: კაშია (10), ანდრონიკაშვილი (35), სამურკასოვი (59), ზიდანი (66), ტაბატაძე (73)