ტორპედომ სეზონი მოგებით დაიწყო
ტორპედომ სეზონი მოგებით დაიწყო

ქუთაისის ტორპედომ მოსამზადებელ პირველი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა – კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ლანჩხუთიას გურიას უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა და თავის გამოვლენის შესაძლებლობა ახალგაზრდებს მისცა. ტრავმების გამო ტორპედოს კაპიტანმა როინ კვასხვაძემ და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა თორნიკე კაპანაძემ ვერ ითამაშეს. ერთად-ერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, 35-ე წუთზე მერაბ გიგაურმა გაიტანა და ქუთაისელებმა 1:0 გაიმარჯვეს.

ტორპედო: ქვილითაია, ნებიერიძე, ბურჯანაძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, გიგაური, ქავთარაძე, მუკბანიანი, შარვაშიძე, ქიმაძე, ჩარგეიშვილი.

შეცვლაზე: მიქაია, სტიეკოვიჩი, ბოჭორიშვილი, კობახიძე, გეგეჩკორი, ცინცაძე, ჩაჩუა, ქიმაძე, წიქარიძე, დოლიძე