ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ქუთაისის “ტორპედოსა” და ფოთის “კოლხეთის” თამაშს არფანგ დაფე დაესწრო – გადაწყდა, რომ 27 წლის სენეგალელი ნახევარმცველი “ტორპედოს” მაისურას მოირგებს.
დაფე ქუთაისურ გუნდთან ერთად მზადებსა დღეიდან შეუდგება. “ტორპედოს” პრეს-სამსახურის ცნობით, სენეგალელმა ნახევარმცველმა “ტორპედოსთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა;
დაფესთვის საქართველო უცხო არ არის. მან გასულ წელს ფოთის “კოლხეთის” შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც კარიერა ირანში, კერძოდ “პაიკანში” გააგრძელა. აღსანიშნავია, რომ “კოლხეთში” გადასვლამდე დაფე მადრიდის “ატლეტიკოს” დუბლშემადგენლობაში თამაშობდა;
წელს, ირანის ჩემპიონატში დაფემ 21 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.