„ტორპედომ“ „სამგურალი“ დაამარცხა - გიორგი არაბიძემ ვირუსის გამო ვერ ითამაშა, ბასილაძემ დებიუტი გოლით აღნიშნა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის მერვე ტურში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:1 გაიმარჯვა.
მასპინძლების შემადგენლობაში ვირუსის გამო არ იყო გიორგი არაბიძე, რომელიც მიმდინარე სეზონში არა მხოლოდ ქუთაისური გუნდის, არამედ მთელი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირია.
ქუთაისელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შეტევებს ბოლო მომენტში სათანადოდ ვერ ამწვავებდნენ და ბურთი საკუთარ კარში მიიღეს, მე-14 წუთზე „ტორპედოს“ კარში გოლი ლუკა ხორხელმა გაიტანა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. „ტორპედოს“ შეტევა 49-ე წუთზე ნიკოლა ნინკოვიჩმა დააგვირგვინა. 83-ე წუთზე კი ნორვეგიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ბიორნ იონსენმა გამოიჩინა თავი.
85-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა „სამგურალის“ მოთამაშეს, ნიკა კალანდარიშვილს კამათისთვის წითელი ბარათი უჩვენა. 90+7-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა 18 წლის ალეკო ბასილაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა და „ტორპედოს“ გამარჯვება მოუტანა.
ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში გამართული რვა ტურის შემდეგ 15 ქულა დააგროვა და ლიდერთა სამეულთან ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა, ხოლო წყალტუბოს „სამგურალი“ მეცხრე ადგილზეა.