"ტორპედომ" სამეულიც შეინარჩუნა
"ტორპედომ" სამეულიც შეინარჩუნა

გრიგოლ დოლიძე მომოვალ სეზონშიც “ტორპედოს” მაისურით ითამაშებს – გასული ეროვნული ლიგის საუკეთესო მეპასემ (13 საგოლე გადაცემა) კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

მომავალ სეზონში ისევ “ტორპედოს” ღირსებას დაიცავენ – მარჯვენა მცველი ვაჟა ტაბატაძე და გუნდის ვიცე-კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კუხიანიძე – ორივემ კლუბთან ახალი ერთწლაინი ხელშეკრულებები გააფორმა.

ქუთაისელებმა აქამდე 7 წამყვანი მოთამაშის შენარჩუნება მაოხერხეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს “ტორპედოში” ლიდერთა ბირთვი დარჩება და კლუბი კიდევ უფრო გაძლიერდება.