ქუთაისის „ტორპედო“ ავღანელმა ლეგიონერმა რაჰმატ აკბარმა დატოვა, რომელთანაც კონტრატქი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა – ინფრომაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:
„რაჰმატ აკბარმა ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. მადლობას ვუხდით აკბარს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში“.
ქუთაისის „ტორპედოში“ ავღანელი ფეხბურთელი 2023 წელს ჩაირიცხა და თავიდან გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში იშვიათად თამაშობდა.
რაჰმატ აკბარი ავღანეთშია დაბადებული, ხუთი წელი ცხოვრობდა პაკისტანში, ხოლო 2005 წელს ოჯახთან ერთად ავსტრალიაში ემიგრაციაში წავიდა და მოქალაქეობაც მიიღო. გამოძახებული იყო ავსტრალიის 17-წლამდელთა ნაკრებშიც.
საქართველოში თამაშის პერიოდში აკბარი ავღანეთის ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ითამაშა.