„ტორპედომ“ პირველი ტრანსფერი განახორციელა
„ტორპედომ“ პირველი ტრანსფერი განახორციელა

ფინანსური კრიზისით დასუსტებულმა ქუთაისის „ტორპედომ“ პირველი ფეხბურთელი დაიმატა. გუნდში კარეირას 24 წლის ნახევარმცველი ცოტნე მოსიაშვილი გააგრძელებს.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. „ტორპედოს“ ახალწვეულმა გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში გუშინ გამართა.

მოსიაშვილი ქუთაისურ კლუბში „ვიტ ჯორჯიადან“ გადავიდა, რომლის რიგებშიც 80 მატჩი გამართა. მანამდე კი „გაგრას“ ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური კრიზისის გამო ევროპის ლიგაზე ყაზახურ „ორდაბასისთან“ მატჩამდე რვა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. იგივე სურვილი ჰქონდა ბუდუ ზივზივაძეს, თუმცა მას კლუბი არ უშვებს.