ეროვნულ ლიგაში მე-2 ტურის მორიგი მატჩი ქუთაისში გაიმართა – „რამაზ შენგელია არენაზე“ „ტორპედომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
თამაშამდე ცნობილი გახდა, რომ ქუთაისელები ჯერ არაბიძის დამატებას ვერ ახერხებენ – პორტუგალიური „ნასიონალის“ მხრიდან პროცესი შეფერხდა, მაგრამ „ტორპედოში“ იმედოვნებენ, რომ 24 წლის შემტევ ნახევარმცველს შემდეგი ტურისთვის დაიმატებენ.
„რამაზ შენგელია – არენაზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს გოლის სანახავად დიდი ხნის ლოდინი არ დასჭირდათ – ქუთაისელთა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ მე-4 წუთზე „დილას“ მცველს, ანრი ჭიჭინაძეს გორელთა კარის საჯარიმოსთან აართვა ბურთი, რომელიც ირაკლი ბუღრიძემ მოიპოვა, მან კი სტუმართა ორი მცველი მოატყუა და ძალიან ეფექტური გოლის ავტორი გახდა.
საბოლოოდ, ანგარიში არ შეცვლილა და გია ცეცაძის გაწვრთნილმა „ტორპედომ“ ცუდი სტარტის შემდეგ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „დილამ“ პირველი მარცხი განიცადა.