„ტორპედომ“ პარაგაველი თავდამსხმელი წარადგინა #1TVSPORT
„ტორპედომ“ პარაგაველი თავდამსხმელი წარადგინა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ კიდევ ერთი ტრანსფერი დაადასტურა – ამიერიდან გუნდის ფორმით სამხრეთამერიკელი თავდამსხმელი, მაურო კაბალერო ითამაშებს. ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მაურო კაბალერო „ტორპედოს“ ფეხბურთელია. 27 წლის პარაგვაელმა ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. მაურო 39-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. წარმატებებს ვუსურვებთ „ტორპედოს“ დიდ ოჯახში“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

27 წლის პარაგვაელი თავდამსხმელი ასუნსიონისლიბერტადის“ აღზრდილია. 2013 წლის დასაწყისში „პორტუში“ ჩაირიცხა, მაგრამ ძირითადში არ უთამაშია და მხოლოდ სარეზერვო გუნდში თამაშს დასჯერდა. შემდეგ იჯარით წავიდა პორტუგალიურ „პენაფილსა“ და „ავეშში“. 2015 წელს ლიხტენშტაინის „ვადუცში“ გადავიდა.

2016 წლიდან კაბალერო პარაგვაიში დაბრუნდა და ასუნსიონის „ოლიმპიაში“ ჩაირიცხა, 2017-2020 წლებში კი ჩილეს კლუბებში გამოდიოდა -„პალესტინოში“, „სან ლუისში“ და „უნიონ ესპანიოლაში“. ბოლო ორ წელი პორტუგალიურ „აროკასა“ და „აკადემიკა კოიმბრაში“ თამაშობდა.