„ტორპედომ“ მზადება დაიწყო და პირველ სპარინგს ზუგდიდის „დინამოსთან“ გამართავს
ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით გუნდი რამდენიმე დღეა აქტიურად ვარჯიშობს.
გუნდმა ამხანაგური მატჩიც დაგეგმა. „ტორპედო“ 8 თებერვალს, ზუგდიდის „დინამოს“ დაუპირისპირდება. მატჩი განმუხურში გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.
ქუთაისელებისთვის ამ მატჩს სასელექციო ხასიათი ექნება – აქედან გამომდინარე, „ტორპედოს“ რიგებში ბევრი ახალი ფეხბურთელი ითამაშებს. კიდევ რამდენიმე საკონტროლო მატჩი იქნება და ახალ ფეხბურთელებთან დაკავშირებით კლუბი გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
ზუგდიდის „დინამოსთვის” ეს მეოთხე საკონტროლო მატჩი იქნება, ქუთაისის „ტორპედოსთვის” – სეზონის პირველი მატჩი.