კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სეზონი განახლდა, თუმცა 4 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოს“ გადაუდეს – კახა ჩხეტიანის გუნდი „საბურთალოს“ უნდა შეხვედროდა, მაგრამ ქუთაისელებმა მოქმედ ჩემპიონის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და გაითვალისწინეს, რომ ევროტურნირებზე ასპარეზობიდან გამომდინარე, „საბურთალოს“ რთული კალენდარი ჰქონდა და მატჩის სხვა დროს ჩატარებას დათანხმდნენ.
ამის გამო „ტორპედომ“ მოსამზადებელი ეტაპი გააგრძელა და მორიგი საკონტროლო მატჩი დღეს გამართა – ქუთაისელები საკუთარ ბაზაზე ამხანაგურად „ბორჯომს“ შეხვდნენ და მეტოქე დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხეს.
„ტორპედოს“ შემადგენლობაში დუბლი ორმა ფეხბურთელმა გაიფორმა – „ბორჯომს“ ორ-ორჯერ გრიგოლ დოლიძემ და რაფაელ ჩუკვურამ გაუტანეს, ერთი გოლიხც დავით იონანიძის ანგარიშზეა.