„ტორპედომ“ მოლოდინი გაამართლა - სტივ კინის გუნდმა სეზონი დამაჯერებელი მოგებით გახსნა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ მოლოდინი გაამართლა – სტივ კინის გუნდმა სეზონის პირველ შეხვედრაში სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა და „სამტრედია“ საშინაო შეხვედრაში დამაჯერებლად დაამარცხა – 4:1.
„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში უფრო მეტი გოლი გავიდა, ვიდრე წინა სამ მატჩში – ანგარიში მე-5 წუთზე ბიორნ იონსენის დარტყმის შემდეგ გაიხსნა, როდესაც „სამტრედიას“ არგენტინელმა მცველმა, ერიკ ბარიოსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა საგოლე ანგარიში სამ წუთში მაინც გახსნა, შემდეგ კი გიორგი არაბიძემ 30-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი უნაკლოდ გამოიყენა და „ტორპედომ“ ტაიმი 3:0 მოიგო.
ბიორნ იონსენმა მეორე ტაიმში (66-ე წუთი) დუბლი გიორგი არაბიძის განვითარებული შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ შეასრულა და სეზონის პირველი დუბლის ავტორი გახდა.
„სამტრედიამ“ მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა: 76-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ომრან ჰაიდარმა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თუმცა საფინალო სასტვენამდე სტუმრები კაცნაკლულები დარჩნენ – 87-ე წუთზე მსაჯმა „სამტრედიის“ მცველს, ჯემალ ჩაჩუას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა.