ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო შეხვედრა მინსკის „დინამოსთან“ ჩაატარა და ბელარუსი მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა.
ანგარიში 22-ე წუთზე, პენალტით თორნიკე კაპანაძემ გახსნა. 32-ე წუთზე „დინამოს“ კარი მეორედ მერაბ გიგაურმა აიღო და საბოლოოდ, ქუთაისელებმა ბელარუსის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.
მინსკის „დინამოში“ არ უთამაშია გიორგი ნავალოვსკის – საქართველოს ნაკრების მცველი განაცხადში არ ყოფილა. თუმცა, მან შეკრებაზე მინსკელთა თითქმის ყველა შეხვედრა ჩაატარა.
„ტორპედო“: ქვილითაია, ტაბატაძე, ბურჯანაძე, ხურცილავა, ნებიერიძე, გიგაური, ჭიჭინაძე, დოლიძე, რიჩარდ ლუკა, წიქარიძე, კაპანაძე.
შეცვლაზე: მიქაია, გეგეჭკორი, კობახიძე, სტიეპოვიჩი, ჩაჩუა, ქიმაძე, ქავთარაძე, ზივზივაძე, ბოჭორიშვილი, შარვაშიძე.