„ტორპედომ“ მეორეც წააგო და ევროპა ლიგას გამოეთიშა (ვიდეო/ფოტო)
ქუთაისის „ტორპედომ“ ყაზახურ „ორდაბასთან“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ანგარიშით 0:2 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.
 
პირველი მატჩის მინიმალური ანგარიშით წაგება (0:1) საქართველოს სუპერთასის მფლობელს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს უტოვებდა. ქუთაისელებმა „მიხეილ მესხზე“ გამართული შეხვედრა კარგად დაიწყეს, მაგრამ რეალური საგოლე მომენტებით ვერ ისარგებლეს.
მეორე ტაიმში კახა ცხადაძის გუნდმა მდგომარეობა გამოასწორა და სტუმრებმა მატჩის ბოლოს მასპინძელთა კარი ორჯერ აიღეს. ორივეჯერ ეს შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოახერხეს: ანგარიში ბოსნიელმა მირზად მეხანოვიჩმა 81-ე წუთზე გახსნა, ხოლო 90+4-ე წუთზე ბელგიელმა ზიგი ბადიბანგამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2 „ოდაბასის“ სასარგებლოდ.
ქუთაისის „ტორპედო“ პირველი ქართული გუნდია, რომელიც მიმდინარე ევროგათამაშებას გამოეთიშა.