ქუთაისის “ტორპედო” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. პარალელურად, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის საფეხბურთო ხელმძღვანელობა სასურველ მოთამაშეებთან კონტრაქტებს აფორმებს.
მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის მოთხოვნით, “ტორპედოს” ადმინისტრაციამ გასული სეზონის საჩემპიონო შემადგენლობიდან კიდევ ორი ფეხბურთელი შეინარჩუნა.
ქუთაისელთა ოფიციალური გვერდის ცნობით, ხელშეკრულებები გააფორმეს ნახევარმცველმა, 21 წლის ოლეგ მამასახლისმა და ფლანგის შემტევმა, 28 წლის ლევან კუტალიამ – მათი ახალი კონტრაქტები ერთწლიანი და “ტორპედოში“ 2018 წლის ბოლომდე ითამაშებენ.
“ტორპედო” ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც შემადგენლობა, ფაქტობრივად, უცვლელად შეინარჩუნა და ახალი მოთამაშეებით გაძლიერებას გეგმავს.