„ტორპედომ“ „კარპატის“ ყოფილი მცველი დაიმატა
„ტორპედომ“ „კარპატის“ ყოფილი მცველი დაიმატა

ქუთაისის „ტორპედომ“ ერთი მცველი დაიმატა, ერთს კი შეელია – პირველი უცხოეთიდან ჩამოვიდა, მეორე კი უცხოეთში წავიდა.

„ტორპედოში“ კარიერას ანდრო გიორგაძე გააგრძელებს. ცენტრალურმა მცველმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. 24 წლის ფეხბურთელი 2017 წლიდან უცხოეთში თამაშობდა – „ვორსკლაში“ (უკრაინა), „ზლინში“ (ჩეხეთი) და ლვოვის „კარპატში“ (უკრაინა). ამასთანავე, იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი. ბოლოს „კარპატში“ თამაშობდა, რომელიც ივლისში დატოვა.

„ტორპედო“ კი ლაშა კასრაძემ დატოვა – 31 წლის გამოცდილი მცველი კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. ქუთაისურ კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ის გუნდში წელს, სეზონის დასაწყისში ყაზახური „ტარაზიდან“ გადავიდა.