ქუთაისის „ტორპედო“ თბილისში „გაგრას“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა 1:0.
ეროვნული ლიგის მე-7 ტურის შეხვედრას „პეტრიაშვილი არენამ“ უმასპინძლა. შეხვედრის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა. გოლი ისევ ლიგის საუკეთესო მოთამაშის, გიორგი არაბიძის აქტიურობის შედეგად გავიდა – ქუთაისელთა შემტევის დარტყმული ბურთი „გაგრას“ მეკარემ მოიგერია, მაგრამ ბიორნ იონსენმა დამატებაზე „ტორპედო“ დააწინაურა.
მეორე ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. მეტოქეები მომენტების შექმნას და თამაშის გამწვავებას ძალიან იშვიათად ახერხებდნენ – საბოლოოდ, ორივე გუნდის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და „ტორპედომ“ მორიგი გამარჯვება ჩაიწერა.
7 ტურის შემდეგ ქუთაისელებმა 12 ქულა დააგროვეს და მე-4 ადგილზე დაწინაურდნენ, „გაგრა“ (4) კი ბოლო ადგილზე დაქვეითდა.