ნოდარ ქავთარაძე „ტორპედოს“ ღირსებას დაიცავს. 25 წლის შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერზე ინფორმაციას ქუთრაისუური კლუბი ავრცელებს.
„კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ქავთარაძემ „ტორპედოსთან“ 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა“ – წერია კლუბის ვებ-გვერდზე.
„ტორპედოს“ ახალწვეული რუსეთის მოქალაქეა. ის მოსკოვის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და „ტიუმენში“, ტვერის „ვოლგაში“, მაიკოპის „დრუჟბაში“ თამაშობდა. 2017 წელს ქავთარაძე თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდა, 2018 წელი კი გორის „დილაში“ გაატარა.
საინტერესოა, რომ ქავთარაძეს „ტორპედო“ წლის დასაწყისში იწვევდა, მაგრამ მაშინ მან გორში თამაში ამჯობინა.