„ტორპედომ“ ჩხეტიანთან მოლაპარაკება დაადასტურა - მთავარი მწვრთნელი ჯერ მაინც არ დანიშნულა #1TVSPORT
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს შორის შეხვედრა გაიმართა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
მანამდე „ტორპედომ“ განცხადებაში დააფიქსირა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებთან გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხს განიხილავდა.
მაგრამ შეხვედრაზე მხოლოდ ის ფაქტი დადასტურდა, რომ „ტორპედოს“ ადმინისტრაცია კახა ჩხეტიანთან მოლაპარაკებას დაბრუნებაზე აწარმოებდა, მაგრამ მთავარი მწვრთნელი ჯერ არ დანიშნულა.
„გულშემატკივრებთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი იქნა განხილული. საუბრის ძირითადი დრო დაეთმო გუნდში არსებულ ვითარებასა და ახალი მწვრთნელის კანდიდატურის განხილვას. ხელმძღვანელობამ გულშემატკივარს გუნდსა და კახა ჩხეტიანს შორის არსებული მოლაპარაკების შესახებ გარკვეული ინფორმაცია გააცნო“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ამავე დროს, საუბარი შეეხო ქუთაისის რამაზ შენგელიას სახეობის სტადიონის რეკონსტრუქციასაც, სადაც 2023 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება.
„კლუბის პრეზიდენტმა „ტორპედოს“ ქომაგებთან ინფრასტრუქტურულ საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის აქცენტი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციაზეც გააკეთა“.