ქუთაისის „ტორპედომ“ ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო ამხანაგური შეხვედრა ქობულეთის „შუქურასთან“ გამართა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.
კახა ჩხეტიანის გაწვრთნილები ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერს ქუთაისში, ჯემალ ხერხაძის სახელობის „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე დაუპირისპირდნენ. ქობულეთელების კარი გიორგი ქიმაძემ, გიორგი კუხიანიძემ და მათე ცინცაძემ აიღეს და „ტორპედომ“ 3:0 გაიმარჯვა.
ტორპედო – შუქურა 3:0
გოლები: 1:0 ქიმაძე, 2:0 კუხიანიძე, 3:0 ცინცაძე
ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჩკორი, აბულაძე, სანდოხაძე, შერგელაშვილი, კუხიანიძე, გიგაური, მანჯგალაძე, არაბიძე, ახვლედიანი, ქიმაძე.
შეცვლაზე: ჰამზიჩი, ბუღრიძე, ქავტარაძე, ტაბატაძე, შულაია, ვაჩიბერაძე, გოგლიჩიძე, მჭედლიშვილი, ცინცაძე.
ქუთაისელებმა ამ მატჩით სეზონის განახლებისთვის მზადება დაასრულეს. 7 აგვისტოს „ტორპედო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16-ფინალში „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე „ვიტ ჯორჯია 2“-ს შეხვდება, ეროვნულ ლიგაში კი 15 აგვისტოს „საბურთალოს“ ესტუმრება.