„ტორპედომ“ „ბიბისის“ ინფორმაცია დაგვიდასტურა – ქუთაისელებმა „ლივინგსტონის“ თავდამსხმელთან მოლაპარაკება დაიწყეს #1TVSPORT
„ტორპედომ“ „ბიბისის“ ინფორმაცია დაგვიდასტურა – ქუთაისელებმა „ლივინგსტონის“ თავდამსხმელთან მოლაპარაკება დაიწყეს #1TVSPORT

„ანდერსონი საქართველოში გადასვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს“, – ინფორმაციას „ლივინგსტონის“ თავდამსხმელის, ბრიუს ანდერსონის ქუთაისის „ტორპედოში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით „ბიბისის“ ავრცელებს:

„ლივინგსტონის“ თავდამსხმელმა ბრიუს ანდერსონმა ქართულ კლუბთან, მოლაპარაკებაზე ნებართვა მიიღო. მას ქუთაისის „ტორპედო“ იწვევს, რომელსაც შოტლანდიელი სტივ კინი ხელმძღვანელობს“.

უფრო ვრცლად ამ თემაზე ინფორმაციას პოპულარული ბრიტანული გამოცემა dailyrecord ავრცელებს.

„ლივინგსტონის“ ფორვარდი ბრიუს ანდერსონი საქართველოში გადასვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს მას შემდეგ, რაც გუნდმა საქართველოდან შეთავაზება მიიღო. 24 წლის ფეხბურთელმა ორ სეზონში 20 გოლი გაიტანა.

24 წლის ფეხბურთელს ქუთაისის „ტორპედოსთან“ პირად პირობებზე შეთანხმების უფლება მას შემდეგ მიეცა, რაც „ლომებს“ თავდამსხმელის საფასურად ექვსნიშნა თანხა შესთავაზეს.

ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობს „ჰიბერნიანსის“ აკადემიის ყოფილი დირექტორი სტივ კინი, რომელმაც პოსტი წელს დაიკავა. გასულ სეზონში „ტორპედომ“ საქართველოს თასი მოიგო და მომავალ კვირას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „სარაევოს“ დაუპირისპირდება. „ლივინგსტონი“ კი ამ სეზონში დაეყრდნობა გამოცდილ პროფესიონალებს. გუნდის ხელმძღვანელმა დევიდ მარტინდეილმა შეაქო თავდამსხმელი კლუბში ყოფნისას ორ სეზონში 20 გოლის გატანისთვის და დაადასტურა, რომ შეთავაზება მიიღეს: „ბრიუსს მიეცა საშუალება ესაუბრა ქართულ კლუბთან. მართალი გითხრათ, ეს იყო ღირსეული ექვსნიშნა შეთავაზება“.

ეს ინფორმაცია საქართველოს პირველმა არხმა ქუთაისის „ტორპედოში“ გადაამოწმა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ბრიუს ანდერსონთან მოლაპარაკება ნამდვილად დაწყებულია.