„ტორპედომ“ ამხანაგურ შეხვედრაში „შევარდენი“ დაამარცხა - მუდიმუმ ნაკრებში ითამაშა #1TVSPORT
სანაკრებო პაუზა ქუთაისის „ტორპედომ“ ამხანაგური მატჩით შეავსო და თბილისის „შევარდენი“ დაამარცხა.
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ქუთაისელები უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 3:1 დაამარცხეს.
გამარჯვებულებიდან გოლები თორნიკე ახვლედიანმა, ოთარ კვერნაძემ და ლევან წოწონავამ გაიტანეს, ხოლო „შევარდენიდან“ პრესტიჟის გოლი კადერ სეკუს ანგარიშზეა.
ქუთაისელთა ლეგიონერის, ალეკ მუდიმუს ზიმბაბვემ კი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეთიოპიას უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მუდიმუმ შეუცვლელად ითამაშა, ზიმბამბვემ კი ჯგუფური ეტაპი 2 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა და მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა.