ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა – მიხეილ აშვეთიას გუნდის მეტოქე ეროვნული ლიგა 4-ის „ზესტაფონი“ იყო და 2:0 დაამარცხა.
ქუთაისის სარაგბო კომპლექსის მოედანზე გამართული შეხვედრა მატჩი დაძაბულად, ორმხრივი შეტევებით წარიმართა, საკმაოდ სანახაობრივიც გამოდგა და გუნდებმა ერთმანეთის კართან არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მეორე ტაიმის პირველი ნაწილიც დაძაბულად მიმდინარეობდა, გოლები მხოლოდ შეხვედრის ბოლოს გავიდა – ქუთაისელები ალჟირელმა ლეგიონერმა მეჰდი ბოუკასიმ დააწინაურა, შემდეგ კი ზესტაფონელთა კარში დანიშნული პენალტი თამაზ შარვაშიძემ გოლად აქცია და ქუთაისელებმა 2:0 გაიმარჯვეს.
ზესტაფონი: აბრამიშვილი, ჩხიკვაძე, მოსიძე, ნიკოლაძე, ხუჯაძე, სირაძე, ბაღიშვილი, სამხარაძე, გაჩეჩილაძე, ხმელიძე, გოგობერიშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: მიქავა, გელაშვილი, გოგიჩაიშვილი, საღარეიშვილი, ჭაბუკიანი, ცქიფურიშვილი, ამბროლაძე, აბაკელია, მამაცაშვილი, პირველი, გრიშიკიანი.
ტორპედო: ჰამზიჩი, თოდუა, ქაფიანიძე, მირცხულავა, ტუჩიბაევი, ნადარაია, მამასახლისი, ბოუკასი, რეკიში, სალაკუ, ზიდანი.
შეცვლაზე შევიდნენ: შოვნაძე, აბზიანიძე, ჩაკვეტაძე, ბოჭორიშვილი, რადჩენკო, ნებიერიძე, აბულაძე, კამარა, ძარია, გოგუაძე, კვერნაძე, შარვაშიძე.