„ტორპედომ“ ახალწვეული მეკარე წარადგინა - მაღალი ადგილების გარდა, სხვა მიზანს არც განვიხილავთ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ღირსებას ავთანდილ ლაბაძე დაიცავს. 23 წლის მეკარე გუნდს თურქეთში შეუერთდა.
23 წლის მეკარემ, რომელიც ბოლო სამი წელი ბელარუსში თამაშობდა, გუნდში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა და კმაყოფილება არ დამალა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ქართული კლუბის წევრი გახდა.
„ქუთაისის „ტორპედო“ უდიდესი ტრადიციების მქონე გუნდია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში მოხვდი და მის ღირსებას დავიცავ. ამ ნდობისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო სამწვრთნელო სტაფს და გუნდის ხელმძღვანელობას” – განაცხადა ლაბაძემ.
ახალგაზრდა მეკარემ გუდნთან დაკავშირებული იმედები ახსენა: „რაც შეეხება გუნდის მიზნებს – რა თქმა უნდა, მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის გარდა, სხვას არაფერს განვიხილავთ. პირადად მე მაქსიმალურად დავიხარჯები, რომ გუნდს ამ მიზნების განხორციელებაში დავეხმარო. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ისეთი მეკარეების გვერდით ვარჯიში, როგორებიც არიან როინ კვასხვაძე და დინო ჰამზიჩი. რა თქმა უნდა, მათგან მე ბევრ რამეს ვსწავლობ და კიდვე ვისწავლი“.
ავთანდილ ლაბაძემ ბელარუსში კარიერა „ოსიპოვიჩში” დაიწყო, 2019-2020 წლებში სვეტლოგორსკის „ხიმიკში“ გამოდიოდა და ლიგის ერთ-ერთ საუეკთესო კიპერად ითვლებოდა. 2021 წლის სეზონში კი ბელარუსის ჩემპიონ სოლიგორსკის „შახტიორში“ მიიწვიეს, სადაც 6-ჯერ ითამაშა და გუნდი დატოვა.