„ტორპედომ“ ახალწვეულები დაადასტურა - ძარიამ ქუთაისში ივარჯიშა
„ტორპედომ“ ახალწვეულები დაადასტურა - ძარიამ ქუთაისში ივარჯიშა
ქუთაისის „ტორპედომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირაკლი ძარია გუნდის ახალწვეულია – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს.
 
„ირაკლი ძარია „ტორპედოს“ ფეხბურთელია. გამოცდილი ქართველი ნახევარმცველი ჩვენს კლუბს „ვალეტადან“ (მალტა) შეუერთდა“ – წერია „ტორპედოს“ ფეისბუქ-გვერდზე.
ძარია უკვე ქუთაისშია და გუდნთან ერთად მზადება დაიწყო. ასევე გადაწყდა, რომ კვლავ „ტორპედოში“ ითამაშებენ 23 წლის თავდამსხმელი ოთარ კობახიძე, 26 წლის შემტევი გიორგი ფანცულაია (ბოლოს „ჩიხურაში“ თამაშობდა), 27 წლის მცველი ბაქარ მირცხულავა (გორის „დილა“), ზაზა ციცქიშვილი (24 წლის, ნახევარმცველი) და ცოტნე ნადარაია – 22 წლის მცველი კლუბს 1-წლიანი იჯარით „საბურთალოდან“ შეუერთდა.
ქუთაისურ კლუბში ჩაირიცხა ლაშა კასრაძე – 30 წლის მცველი, რომელიც 2019 წელს ყაზახური „თარაზის“ ღირსებას იცავდა. „ტორპედოს“ კარს 20 წლის მეკარე დემეტრე ბულისკერია დაიცავს – ის გუნდს თბილისის „ლოკომოტივიდან“ შეუერთდა.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა, ბოლომდე იცდიდა და არ წასულა ვაჟა ტაბატაძე. ახალ სეზონში მარჯვენა მცველი კვლავ „ტორპედოში“ იქნება.