„ტორპედომ“ 18 წლის ალეკო ბასილაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშესთან, ალეკო ბასილაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ქუთაისის „ტორპედომ“ ალეკო ბასილაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ბასილაძე კლუბში 2027 წლის 31 დეკემბრამდე ითამაშებს.
18 წლის ნახევარმცველი „ტორპედოს“ აკადემიის აღზრდილია. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ბასილაძემ „ტორპედოს“ მაისურით სადებიუტო გოლი „სამგურალს“ გაუტანა.
აღსანიშნავია, რომ მას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მუდმივად იძახებენ: ითამაშა საქართელოს 17, 18 და 19-წლამდე გუნდებში, ივნისში დებიუტი ჰქონდა 20-წლამდე ნაკრებშიც“.