„ტორპედოდან“ ხუთი ფეხბურთელი მიდის - ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, პაპუნაშვილია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უახლოეს პერიოდში, დიდი ალბათობით, ქუთაისის „ტორპედოს“ დატოვებს.
გულდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება საკადრო ცვლილებებზე – დიდი ალბათობით, „ტორპედოში“ აღარ ითამაშებენ გიორგი პაპუნაშვილი, ირაკლი ძარია, ბაქარ მირცხულავა, ლევან არველაძე და ვასილიოს კარაგუნისი.
28 წლის ბერძენმა ნახევარმცველმა გუნდი უკვე დატოვა და მიზეზად ოჯახური პირობები დაასახელა. უცხოეთში სურს თამაში არველაძესაც, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და შესაძლოა, ევროპაში გადავიდეს.
გიორგი პაპუნაშვილის, ირაკლი ძარიას და ბაქარ მირცხულავას საკითხი მალე გაირკვევა. მთავარი მწვრთნელის გეგმებში სხვა მოთამაშეთა მოყვანაა, მაგრამ ჯერ „ტორპედო“ სამეულს კონტაქტის გაწყვეტის პირობებზე ესაუბრება და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული ვისთან რა სახის შეთანხმება შედგება.