„ტორპედოდან“ ცინცაძეც მიდის - უცხოეთში თამაში მსურს
„ტორპედოდან“ ცინცაძეც მიდის - უცხოეთში თამაში მსურს
ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგას „ორდაბასთან“ ორმატჩიანი დაპირისპირების შედეგად გამოეთიშა და დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ლიდერს, მათე ცინცაძესაც შეელევა.
 
ეს „ორდაბასთან“ შეხვედრის შემდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ ნახევარმცველმა პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა.
მძიმე მატჩს ველოდით და ასეც მოხდა. პირველ ტაიმში ინიციატივას ვფლობდით, მაგრამ მომენტებით ვერ ვისარგებლეთ. ფეხბურთში კი ამას არ გაპატიებენ. პირადად ჩემს საკითხს რაც შეეხება, „ტორპედოსთან“ კონტრაქტი დამისრულდა და საზღვარგარეთ წასვლა და სხვა კლუბში თამაში მინდა“, – ამბობს მათე ცინცაძე.