ვლადიმირ კორობკამ “ტორპედო” დატოვა. ამის თაობაზე 28 წლის ფეხბურთელმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა.
“რთული არჩევანი… მძიმე გადაწყვეტილება… მაგრამ საჭიროა წინსვლა. მადლობა გუნდს, მწვრთნელებს, კლუბში მომუშავე პერსონალს და, რაც მთავარია, ფანტასტიურ ფანებს. ჩემთვის ერთი ოჯახი იყავით, ლეგიონერად არასდროს მიგრძვნია თავი. მადლობა იმ ემოციებისთვის, რომელიც სეზონის ბოლოს ერთად განვიცადეთ. მადლობა “ტორპედო”! მადლობა ქუთაისო! მადლობა საქართველო!” – წერს კორობკა.
ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა, კორობკამ კარიერა მშობლიურ უკრაინაში გააგრძელოს. ის უახლოეს დღეებში უკრაინის პირველი ლიგის ლუცკის ”ვოლინს” თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. თუმცა, გუნდთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია – უკრაინული კლუბის ცნობით, კორობკა ”ვოლინში” გასინჯვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ”დინამოსთან” საჩემპიონო შეხვედრაში გადამწყვეტი თორნიკე კაპანაძის გოლი გამოდგა, რომელიც სწორედ კორობკას გადაცემის შემდეგ გაიტანა.