„ტორპედო“ თურქულ შეკრებაზე „ოლეკსანდრიას“ დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ტორპედო“ თურქულ შეკრებაზე „ოლეკსანდრიას“ დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი სპარინგი გამართა. ამჯერად, გია ცეცაძის გუნდის მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის „ოლეკსანდრია“ იყო.

მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა. მატჩის მე-12 წუთზე, სტანდარტული გათამაშების შემდეგ, ქუთაისელებმა ბურთი ვერ მოიგერიეს და ახლოდან დამატებაზე ანგარიში ალექსანდრე დემჩენკომ გახსნა.

ქუთაისელთა შემადგენლობაში ამ დროს შეცვლა მოხდა. მცირე ტრავმა მიიღო ირაკლი ძარიამ, რომელიც მათე ცინცაძემ შეცვალა და ანგარიში გაათანაბრა. 28-ე წუთზე საჯარიმო გიორგი არაბიძემ შეასრულა, „ცოცხალ კედელში“ მდგარმა მოთამაშემ ბურთი ხელით მოიგერია და უკრაინელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ცინცაძემ უნაკლოდ შეასრულა.

ოლეკსანდრია – ტორპედო 1:1

გოლები: 1:0 (12), 1:1 ცინცაძე (28. პენ)

„ტორპედო“: ჰამზიჩი, მირცხულავა, სანდოხაძე, ნადარაია, ტაბატაძე, მანჯგალაძე, ძარია, ქიმაძე, არაბიძე, მჭედლიძე, ბუღრიძე,

სათადარიგოები: კვასხვაძე, ლაბაძე, ახვლედიანი, აბულაძე, შულაია, თევზაძე, ცინცაძე, ჩარგეიშვილი

მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე

ქუთაისელები ბოლო საკონტროლო შეხვედრას თურქეთში ზამთრის შეკრებებზე 17 თებერვალს გამართავენ. „ტორპედოს“ მეტოქე უკრაინული კლუბი ჩერნიგოვის „დესნა“ იქნება. ამ შეხვედრის შემდეგ გუნდი საქართველოში დაბრუნდება და სეზონისთვის მზადებას ქუთაისში განაგრძობს.