„ტორპედო“ თურქეთამდე სპარინგებს გამართავს
„ტორპედო“ თურქეთამდე სპარინგებს გამართავს

დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ივარჯიშა.

კლუბთან არაა ოლეკსანდრ აზაცკი – 25 წლის უკრაინელი მცველი სეზონისთვის ოსტრავისბანიკში“ თურქეთში ემზადება, რადგან მისი ტრანსფერი ჩეხურ კლუბს ეკუთვნის.

აზაცკის საკითხი ჯერაც გაურკვეველია – ითამაშებს თუ არა ის ქუთაისის „ტორპედოში“, სადაც გასული წლის ზაფხულიდან გამოდიოდა.

3 თებერვალს „ტორპედო“შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება. მანამდე კი, გუნდი ქუთაისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ქუთაისელთა პრეს-სამსახურის ცნობით, 26 იანვარს „ტორპედ“ ქუთაისის „რამაზ შენგელიაზე“ ლანჩხუთის „გურიას“ დაუპირისპირდება, პირველ თებერვალს კი კახა ჩხეტიანის მეტოქე ბათუმის „დინამო“ იქნება.