ტორპედო თასის პირველი ფინალისტია - ქუთაისელები ზედიზედ მესამედ
ტორპედო თასის პირველი ფინალისტია - ქუთაისელები ზედიზედ მესამედ

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდა. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე, სადაც ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა დაძაბულ ბრძოლაში ლიგა2-ის წარმომადგენელი „თელავი“ დაამარცხა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-10 წუთზე გავიდა: „ტორპედომ“ კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვა, რომელიც გრიგოლ დოლიძემ შეასრულა, ქუთაისელთა უკრაინელმა ლეგიონერმა ოლეკსანდრ აზაცკიმ კი მეტოქის კარი ზუსტი თავური დარტყმით აიღო და შეხვედრა ასეც დასრულდა 0:1.

რადგან საქართველოს თასის გათამაშებაში ერთრაუნდიანი შეხვედრებით ტარდება, „ტორპედო“ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ კახა ჩხეტიანის ხელმზრვანელობით ეს გუნდმა ზედიზედ მესამედ მაოხერხა. 2016 წელს „ტორპედომ“ თასის ფინალში მარტვილის „მერანი“ 2:1 დაამარცხა, 2017 წელს საჩხერის „ჩიხურასთან“ პენალტების სერიაში წააგო (0:0, პენ.3:4), ახლა კი მესამე მცდელობა ექნება.

პარალელურად მეორე ნახევარფინალური მატჩი მიმდინარეობს : „გაგრა“ თბილისის „დინამოს“ მასპინძლობს, მაგრამ ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.