ქუთაისის „ტორპედო“ დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალშია. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/4 ფინალურ შეხვედრაში ქობულეთის „შუქურა“ მოქმედ ჩემპიონთან 1:3 დამარცხდა.
ლანჩხუთში გამართულ შეხვედრაში ქობულეთელები დაწინაურდნენ: მე-3 წუთზე ანგარიში ომარ ბულუხაძემ გახსნა. 51-ე წუთზე ქუთაისელთა რიგებში საუკეთესომ, მერაბ გიგაურმა წონასწორობა აღადგინა, სამ წუთში კი თორნიკე კაპანაძემ სტუმრები დააწინაურა. საბოლოო ანგარიში 61-ე წუთზე, ეფექტური კომბინაციის შემდეგ, გიორგი ქიმაძემ დააფიქსირა – 1:3.
„ტორპედო“ მეოთხე ნახევარფინალისტია. ფინალში გასასვლელად, ქუთაისელებთან ერთად, ეროვნული ლიგიდან მხოლოდ თბილისის „დინამო“ იბრძოლებს, ლიგა 2-დან კი „გაგრა“ და „თელავი“.