2017 წელი ქუთაისის ”ტორპედო” საქართველოს საფეხბურთო ლიგის ჩემპიონი გახდა. სეზონის დასრულებისთანავე, მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა და კლუბის ხელმძღვანელებმა “ტორპედოს” უმთავრეს მიზნად საჩემპიონო შემადგენლობის შენარჩუნება გამოაცხადეს.
მათ ეს მოახერხეს და გუნდში 18 ფეხბურთელი დატოვეს – ახალ სეზონსაც “ტორპედოში” ითამაშებენ როინ კვასხვაძე (კ), მაქსიმე ქვილითაია, დავით ხურცილავა, გიორგი გურული, ანრი ჭიჭინაძე, ვაჟა ტაბატაძე, გიორგი ქიმაძე, გრიგოლ დოლიძე, მერაბ გიგაური, ოლეგ მამასახლისი, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი კუხიანიძე, ბიძინა მახარობლიძე, ვლადიმირ კორობკა, ლევან კუტალია, ბექა ტუღუში, ლაშა კუჭუხიძე და თორნიკე კაპანაძე.
ამას გარდა, ქუთაისელებს ორი ახალწვეული ჰყავთ – მიხეილ სარდალიშვილი და ტარიელ ხაინდრავა. გუნდის ხელმძღვანელობა კიდევ რამდენიმე მოთამაშის გადაბირებას ცდილობს.
გასული სეზონის შემდეგ, კლუბი მხოლოდ 6 მოთამაშემ დატოვა – კახა მეშველიანმა, გურამ ადამაძემ, გიორგი ბერიაშვილმა, მათე კვირკვიამ და გუგა ფალავანდიშვილმა, ხოლო საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გაბრიელ საღრიშვილი “ტორპედომ” წყალტუბოს “სამგურალში” გაანათხოვრა.