ქუთაისის „ტორპედო“ სამ მოთამაშეს დაემშვიდობა და ცნობილი გახდა, რომ გუნდი კიდევ ერთმა ლეგიონერმა დატოვა.
„ტორპედოს“ ღირსებას აღარ დაიცავენ ლაშა ჩალაძე, ლევან შოვნაძე და მაგამედ პარაგულგოვი. ჩალაძემ შავ-თეთრების რიგებში 27 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მას კონტრაქტი ამოეწურა და ახალი სეზონიდან მარტვილის „მერანში“ ითამაშებს.
„ტოპპედოს“ ღირსებას აღარ დაიცავს მეკარე ლევან შოვნაძე, რომელიც წყალტუბოს „სამგურალში“ გადავიდა. ეს ყველაზე მოულდონელი ამბავი იყო, რადგან მან დიდი როლი ითამაშა, ქუთაისური კლუბი ეროვნულ ლიგაში რომ დარჩა.
რაც შეეხება წასულ ლეგიონერს, ის მაგამედ პარაგულგოვია – ყაზახეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს „ტორპედოში“ ბევრი არც უთამაშია და რეალურად, მისი წასვლა დროის საკითხი იყო. ყაზახ ლეგიონერს კონტრაქტი დაუსრულდა და გუნდი უკვე დატოვა.
პარაგულგოვი 2018 წელს ერთა ლიგის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებებთან შეხვედრისთვის ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა გამოიძახა (ჩვენებმა 2:0 მოიგეს), მაგრამ ალმატის „ყაირატში“ მოთამაშე მაგამედ პარაგულგოვი ტრავმის გამო გუნდს ვერ შეუერთდა. მან საქართველოში სულ 8 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.