„ტორპედო“ „ომონიასთან“ საპასუხო მატჩშიც დამარცხდა და ევროსეზონი დაასრულა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ „ომონიასთან“ კონფერეს ლიგის საპასუხო შეხვედრა 1:2 წააგო და ევროსეზონი ნაადრევად დაასრულა.
პირველი მატჩი ნიქოზიაში კვიპროსელებმა 3:1 მოიგეს. ამიტომ ქუთაისელებს მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს, მაგრამ 25-ე წუთზე გოლი თავად გაუშვეს – „ომონიას“ სწრაფი კონტრშეტევა ვილი სემედუმ განავითარა, ბურთი კი მარიუშ სტეპინსკიმ გაიტანა.
მეორე ტაიმი მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და 47-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს. საკუთარი ნახევრიდან ელიტონ ჟუნიორის წამოწყებული შეტევა მარჯვენა ფლანგზე ვარლეიმ გააგრძელა, რომელმაც ბურთი კარის წინ მყოფ მომო იანსანეს გადააწოდა – მომოს დარტყმა ზუსტი გამოდგა და ანგარიში გათანაბრდა.
81-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ვილი სემედუმ გამოიყენა. ქუთაისლები ორი მატჩის ჯამში 2:5 (1:3, 1:2) დამარცხდნენ და ევროტურნირს საწყის ეტაპზე გამოეთიშნენ.
კონფერენსლიგის მესამე ეტაპზე „ომონია“ უნგრულ „ფეჰერვარს“ დაუპირისპირდება.