„ტორპედო“ ხუთეულში პირველად დაწინაურდა - თელავში ქულები განაწილდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 23-ე ტური „კავკასიონი არენაზე“ დასრულდა – „თელავმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და ქულის მოპოვება მოახერხა 1:1.
ქუთაისელები დაუპირისპირდნენ გუნდს, რომლებსაც „ტორპედოს“ ყოფილი მწვრთნელი გია ცეცაძე ავარჯიშებს და ამ შეხვედრას გარკვეული ინტრიგა ამიტომაც ახლდა. ამას გარდა, გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობელ ადგილებს იკავებდნენ და მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
სწრაფი გოლით „ტორპედო“ დაწინაურდა. მე-4 წუთზე სტუმრები გიორგი ქიმაძემ თავისი გუნდი მახვილი კუთხიდან გატანილი გოლით წინ გაიყვანა. 56-ე წუთზე „თელაველთა“ ახალწვეულმა ბექა ქავთარაძემ ბურთი კარის წინ ჩააწოდა, „ტორპედოს“ ცენტრალურმა მცველმა პედრო მონტეირომ კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და წონასწორობა აღდგა.
საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს. 23 ტურის შემდეგ „თელავმა“ 28 ქულა დააგროვა, ქუთაისის „ტორპედოსთან“ (31) დაწევის შანსი ხელიდან გაუშვა და კვლავ მე-7 პოზიციაზეა. ქუთაისელებმა კი ამ ქულით „საბურთალოს“ (30) გადასწრება მოახერხეს და მიმდინარე სეზონში მე-5 პოზიციაზე პირველად დაწინაურდნენ.