„ტორპედო“ ფარერებზე მიემგზავრება - ტაბატაძე გუნდს 6 თვე ვერ დაეხმარება
„ტორპედო“ ფარერებზე მიემგზავრება - ტაბატაძე გუნდს 6 თვე ვერ დაეხმარება

„ტორპედო“ „ვიკინგურთან“ განმეორებითი მატჩისთვის ემზადება.

საქართველოს ჩემპიონმა ფარერების გუნდს 26 ივლისს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. განმეორებითი შეხვედრა ფარერების კუნძულებზე 2 ივლისს გაიმართება.

დღეს დილით „ტორპედომ“ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა, საღამოს კი გუნდი ფარერებზე გაემგზავრება. სამწუხაროდ, გუნდს ვაჟა ტაბატაძე ვერ დაეხმარება. 23 ივნისს, „საბურთალოსთან“ მიღებული ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა – ფეხბურთელმა წინა ჯვარედინი იოგები დაიზიანა.

ტაბატაძემ თბილისში ოპერაცია გაიკეთა და სამწუხაროდ, ამ სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება. ფეხბურთელი მინიმუმ 6 თვეს გამოტოვებს.