ესპანურ შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის „ტორპედომ“ პირველი ამხანაგური მატჩი „სტაბეკთან“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
ნორვეგიული კლუბი მცირე უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და რამდენიმე მომენტი შექმნა, ერთ ეპიზოდში კოსტადინოვმა ბურთი ძელს გაარტყა.
ანგარიში 54-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მარცხენა მცველმა, ალექსანდრ ანდრესენმა გახსნა. ქუთაისელებმა ზუსტად ორ წუთში გაათანაბრეს – მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი პედრო მონტეირომ თავური დარტყმით გაიტანა – 1:1.
მატჩის ბოლო წუთზე „სტაბეკმა“ მიზანს მაინც მიაღწია – გამარჯვების გოლი ჰერმან გელმუიდენმა გაიტანა.
„ტორპედო“ – „სტაბეკი“ 1:2
გოლები: 0:1 ალექსანდრ ანდრესენი (54), 1:1 პედრო მონტეირო (56), 1:2 ჰერმან გელმუიდენი (90)
„ტორპედო“ (სასტარტო შემადგენლობა): გოშაძე, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, გიგაური, ელიტონ ჟუნიორი, პირესი, ჟორჟინიო, არაბიძე, იონსენი.
სათადარიგოები: მეფარიშვილი, ნადარაია, დვალიშვილი, ტყეშელაშვილი, ელბაქიძე, აკბარი, მანჯგალაძე, ნინკოვიჩი, იმედაძე.