„ტორპედო“ ძალას იკრებს - ჩხეტიანის გუნდმა „შუქურა“ დაამარცხა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ზაფხულის შესვენებაზე მესამე ამხანაგური მატჩი ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.
რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებულ დაპირისპირებაში ანგარიში ლევან წოწონავამ გახსნა, მეორედ სტუმართა კარი ცოტნე ნადარაიამ აიღო. ქობულეთელებიდან გოლი შეცვლაზე შემოსულმა ბექა ვერულიძემ პენალტით გაიტანა და ტაიმი „ტორპედომ“ 2:1 მოიგო. კახა ჩხეტიანის გუნდმა მეორე ნახევარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ, ქუთაისელებმა 3:1 გაიმარჯვეს.
ქუთაისის „ტორპედოს“ ფორმით ამხანაგური მატჩი ითამაშეს გუნდში დაბრუნებულმა როინ კვასხვაძემ, მათე ცინცაძემ და სამეულ ინკუმმა. ამ სამეულის დამატებით გუნდი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნების ამოცანას უფრო ადვილად გადაწყვეტს.
„ტორპედო“ – „შუქურა“ 3:1
გოლები: 1:0 წოწონავა, 2:0 ნადარაია, 2:1 ვერულიძე, 3:1 ზიდანი
„ტორპედო“: კვასხვაძე, ტაბატაძე, ქაფიანიძე, გრიგალაშვილი, ნადარაია, ინკუმი, მამასახლისი, წოწონავა, რეკიში, ზიდანი, ჩალაძე
„შუქურა“: თებიძე, გაფრინდაშვილი, ჭანტურია, გიგატაძე, კომახიძე, კაკაშვილი, ვარშანიძე, ჟუნიორი, ჯეფერსონი, სარდალიშვილი, მუსელიანი