„ტორპედო“- ბათუმის „დინამო“ ისევ გადაიდო, მიზეზი კვლავ კორპონავირუსის საფრთხეა
ეროვნულ ლიგაში დანიშნული მე-14 ტურის შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გადადებულია – ამის შესახებ მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე გახდა ცნობილი.
მიზეზი კორპონავირუსის საფრთხეა – ოფიციალური ინფორმაციით, ქუთაისის „ტორპედოში“ კორონავირუსის ფაქტი კიდევ ერთხელ დადასტურდა. ეს მატჩი უკვე მეორედ გაიდო – „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრაც ნოემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ 8 ნოემბერს გადაიტანეს და ამჯერადაც ვერ ჩატარდა.
ქუთაისის გუნდს მოგვიანებით კიდევ ერთი მატჩის გამართვა მოუწევს – 28 ოქტომბერს „ქართულ კლასიკოში“ „ტორპედოს“„დინამო თბილისი“ უნდა მიეღო და კორანავირუსის საფრთხის გამო ქართული დერბი 26 ნოემბერს ჩაინიშნა.
„ტორპედოში“ მომუშავე რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი მომჯობინდნენ, მაგრამ გუნდში კიდევ ახალი ფაქტები დადასტურდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.