„ტორპედო“ ადასტურებს - დიახ, რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ 28 ოქტომბერს დანიშნული მატჩი „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისის“ ქართული „კლასიკო“ გადაიდო და შეხვედრა 26 ნოემბერს ჩაინიშნა.
ამასთან დაკავშირებით ქუთაისურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„ვადასტურებთ, რომ „ტორპედოში“ მომუშავე რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ასევე გადაიდო „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრაც და ის 3 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს გაიმართება“, – წერია ქუთაისური კლუბის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ორი მატჩი გადაიდო – ორივე შემთხვევაში თბილისის „ლოკომოტივის“ მიზეზით, სადაც მწვრთნელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.