ტორპედო 0-1 ლუდოგორეცი
ტორპედო 0-1 ლუდოგორეცი

თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასრულდა ევროპა ლიგის პლეიოფის პირველი მატჩი ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბულგარულ „ლუდოგორეცს“ შორის. პირველი ტაიმი ნელ ტემპში წარიმართა და ბურთს უმეტესწილად მასპინძლები აკონტროლებდნენ. მიუხედავად ამისა, პირველი სახიფათო მომენტი სწორედ ქუთაისელთა კართან შეიქმნა, როდესაც პიმიენტამ დაარტყა მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში. კვასხვაძე ბურთს ადგილზე დახვდა.

რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ რამდენჯერმე გაამწვავეს თამაში, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა.

პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა და მსაჯის მიერ დამატებული ერთი წუთიც უკვე ამოწურული იყო, როდესაც ბულგარელებმა ანგარიში გახსნეს. მარცხენა ფლანგიდან ვანდერსონი შეიჭრა საჯარიმოში, მცველსაც აუარა გვერდი და 3-4 მეტრიდან მეკარეს აუღებელი დაურტყა – 0-1.

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა: ბურთს ძირითადად „ტორპედო“ აკოტროლებდა, „ლუდოგორეცი“ კი კონტრშეტევებში ეძებდა მეტოქის კარის გასაღებს და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა კიდეც. რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ რაიმე ხელშესახები მეტოქის კართან არც მეორე ტაიმში შეუქმნიათ და მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

განმეორებითი შეხვედრა ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში 30 აგვისტოს გაიმართება.