მონრეალის „მასტერსის“ მსგავსად, ტორონტოში ქალების „პრემიერ“ კატეგორიის ტურნირზეც ყველა მერვედფინალისტი გაირკვა.
დღემ განსაკუთრებული სენსაციების გარეშე ჩაიარა. ერთის გარდა, ყველა განთესილმა გააღწია შემდეგ ეტაპზე.
ერთადერთი გამონაკლისი მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი იყო, რომელმაც WTA-ის ამომავალ ვარსკვლავთან, პოლონელ იგა შვიატეკთან წააგო – 6:1, 3:6, 4:6.
შვიატეკისთვის, რომელიც 2018 წლის უიმბლდონის ჩემპიონია იუნიორებს შორის, ეს მეორე მოგება იყო კარიერაში TOP20-ის მოთამაშეების წინააღმდეგ. ამ ჩოგბურთელმა წელს როლან გაროსის მერვედფინალამდე მიაღწია, სადაც მომავალ ჩემპიონთან, სიმონა ჰალეპთან წააგო.
პოლონელმა ვოზნიაცკის წინააღმდეგ აგრესიული სტილი აირჩია და 34 “ვინერსი” დააგროვა. მის ანგარიშზე ოთხიდან სამი გამოყენებული ბრეიკ-პოინტი იყო.
შვიატეკი მერვედფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანს ნაომი ოსაკას შეხვდება, რომელმაც პირველი მატჩი მოიგო ივნისის შემდეგ, როცა უიმბლდონის პირველივე წრეში წააგო უკრაინელ იულია პუტინცევასთან. იაპონელი იოლი გასეირნება გამოუვიდა გერმანელი ტატიანა მარიას წინააღმდეგ – 17 “ვინერსის” წყალობით პირველი სეტი 6:2 მოიგო, რის შემდეგაც, მისმა მოწინააღმდეგემ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
1/16 ფინალი
ოსაკა (იაპ, 2)-მარია (გერ) 6:2 უარი
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)-რისკე (აშშ) 6:4, 6:7(4), 6:2
ჰალეპი (რუმ, 4)-ბრეიდი (აშშ) 4:6, 7:5, 7:6(5)
სვიტოლინა (უკრ, 6)-სინიაკოვა (ჩეხ) 6:3, 3:6, 6:3
ს. უილიამსი (აშშ, 8)-მერტენსი (ბელ) 6:3, 6:3
ბენჩიჩი (შვეიც, 11)-გორგესი (გერ) 5:7, 6:3, 6:4
შვიატეკი (პოლ)-ვოიზნიაცკი (დან, 15) 1:6, 6:3, 6:4
კონტავეიტი (ესტ, 16)-სუარეს ნავარო (ესპ) 7:5, 3:1 უარი
კუზნეცოვა (რუს)-ვეკიჩი (ხორ) 7:6(4), 6:3
ანდრეესკუ (კან)-კასატკინა (რუს) 5:7, 6:2, 7:5
ალექსანდროვა (რუს)-შ. ჟანგი (ჩინ) 6:4,6:3
ოსტაპენკო (ლატ)-პავლიუჩენკოვა (რუს) 6:2, 2:6, 6:4
იასტრემსკა (უკრ)-აზარენკა (ბლრ) 7:5, 7:5
1/8 ფინალი
კენინი (აშშ)-იასტრემსკა (უკრ)
სვიტოლინა (უკრ, 6)-ბენჩიჩი (შვეიც, 11)
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)-კონტავეიტი (ესტ, 16)
ბერტენსი (ჰოლ, 5)-ანდრეესკუ (კან)
ბუზკოვა (ჩეხ)-ოსტაპენკო (ლატ)
ჰალეპი (რუმ, 4)-კუზნეცოვა (რუს)
ს. უილიამსი (აშშ, 8)-ალექსანდროვა (რუს)
ოსაკა (იაპ, 2)-შვიატეკი (პოლ)