ტორონტოს ტურნირს მსოფლიოს პირველი ჩოგანი და შარშანდელი ფინალისტი გამოეთიშნენ
პირველი დიდი სენსაცია მოხდა ტორონტოში ქალთა „პრემიერ“ კატეგორიის ტურნირზე. 1/16 ფინალიდან ბრძოლას გამოეთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი. მან საათსა და 58 წუთში 7:6(5), 3:6, 4:6 წააგო ამერიკელ სოფია კენინთან.
სამივე პარტიაში კენინი თავიდან სოლიდურ უპირატესობას იღებდა, თუმცა ბარტი სამივეჯერ ახერხებდა გაბრძოლებას. პირველ სეტში ავსტრალეილმა შეძლო საქმის ტაი-ბრეიკამდე მიყვანა და პარტის მოგება, მაგრამ მეორე და მესამე სეტებში კენინი უკეთ თამაშობდა გადამწყვეტ მომენტებში და ჯერჯერობით, ყველაზე ხმაურიანი სენსაციის ავტორი გახდა. ამერიკელმა 13-დან ექვსი ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო, ბარტიმ – რვიდან ოთხის.
ასევე დიდი მოულოდნელობა გახდა შარშანდელი ფინალისტის სლოან სტივენსის გამოვარდნა. ამერიკელმა მსოფლიოს 91-ე ჩოგანთან, ჩეხ მარი ბუზკოვასთან წააგო, რომელიც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა. საათსა და 41 წუთში ბუზკოვამ ხუთი ბრეიკი შეასრულა და 6:2, 7:5 მოიგო.
აქამდე, ჩეხ ჩოგბურთელს შვიდიდან შვიდი წაგება ჰქონდა TOP50-ის მოთამაშეებთან.
1/16 ფინალი
პავლიუჩენკოვა (რუს)-საბალენკა (ბლრ, 9) 3:6, 6:3, 7:5
ანდრეესკუ (კან)-ბუშარი (კან) 4:6, 6:1, 6:4
ვეკიჩი (ხორ)-კისი (აშშ, 14) 3:6, 7:6(5), 7:6(5)
შვიატეკი (პოლ)-ტომლიანოვიჩი (ავსტრა) 4:1 უარი
რისკე (აშშ)-საკარი (საბ) 4:6, 6:2, 7:6(7)
მარია (გერ)-ს. ჟენგი (ჩინ) 6:3, 6:4
აზარენკა (ბლრ)-ჯორჯი (იტა) 6:2, 6:2
ალექსანდროვა (რუს)-დოი (იაპ) 6:2, 6:2
შ. ჟანგი (ჩინ)-სევასტოვა (ლატ, 10) 7:6(5), 6:2
სინიაკოვა (ჩეხ)-კოლინზი (აშშ) 4:6, 7:6(3), 6:2
სუარეს ნავარო (ესპ)-ვ. უილიამსი (აშშ) 6:4, 6:2
1/8 ფინალი
კენინი (აშშ)-ბარტი (ავსტრა, 1) 6:7(5), 6:3, 6:4
ბერტენსი (ჰოლ, 5)-დი ლორენცო (აშშ) 6:2 ,6:1
ბუზკოვა (ჩეხ)-სტივენსი (აშშ, 7) 6:2, 7:5