ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 4 შეხვედრა გაიმართა. აღმოსავლეთ კონფერენციის ერთერთი ლიდერი “ტორონტო რეპტორსი” საკუთარ “ეარ კანადა ცენტრში” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით 90-89 დამარცხდა. ერიკ სპოელსტრას გუნდში საუკეთესო 24 ქულით 12 მოხსნითა და 4 პასით გორან დრაგიჩი იყო. 13 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა ჰასან უაიტსაიდს. 16 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა სტუმართა ახალგაზრდა ცენტრმა ბამ ადებაიომ. ტორონტელთა რიგებში ყველაზე მეტი 25 ქულა დემარ დეროუზანის ანგარიშზეა. 13 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში დელონ ვრაიტმა.
ოკლაჰომა – პორტლენდი 106-117
დალასი – ორლანდო 114-99
ლეიკერსი – საკრამენტო 99-86