ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი საინტერესო შეხვედრები გაიმართა. აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა “ტორონტომ” საკუთარ “ეარ კანადა ცენტრში” “ოკლაჰომას” უმასპინძლა და მეტოქესთან 7 ქულის სხვაობით 125-132 წააგო. მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა რას ვესტრბუკმა (37 ქულა, 13 მოხსნა, 14 პასი, 2 ჩაჭრა) 25 ქულით დაასრულა შეხვედრა სტივენ ადამსმა, პოლ ჯორჯის ანგარიშზე 22 ქულაა, კარმელო ენტონიმ კი საკუთარ გუნდს 15 ქულა შესძინა. “ტორონტოს” შემადგენლობაში ყველაზე მეტი 24 ქულა დემარ დეროუზანის ანგარიშზეა. კაელ ლაურიმ 22 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ოკლაჰომასთვის ეს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იყო.
ნიუ ორლეანი – ბოსტონი 108-89
მინესოტა – ჰიუსტონი 120-129
კლიპერსი – პორტლენდი 109-122