„ტორონტომ“ პლეი ოფი მოგებით პირველად დაიწყო
„ტორონტომ“ პლეი ოფი მოგებით პირველად დაიწყო

აღმოსავლეთი კონფერენციის ჩემპიონმა “ტორონტომ” პლეი ოფი მოგებით დაიწყო. საინტერესოა, რომ კანადურ კლუბს აქამდე არასოდეს ჰქონდა მოგებული პირველი რაუნდის სერიის პირველი მატჩი – 10-დან 10 საწყისი შეხვედრა ჰქონდა წაგებული.
კანადური კლუბის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანეს სათადარიგოებმა, რომლებმაც მეტოქის რეზერვისტებს 42:21 მოუგეს. ყველაზე მეტად “ტორონტოს” სათადარიგოთა სკამიდან დელონ რაიტმა და სი ჯეი მაილზმა გამოიჩინეს თავი – ჯამში 30 ქულა დააგროვეს.

ტორონტო-ვაშინგტონი 114:106
28:23, 27:36, 31:26, 28:21
ტ: იბაკა (23+12 მოხსნა), დეროზანი (17+6 პასი), ანუნობი (12), ლაური (11+9 პასი), ვალანჩუნასი (9+9 მოხსნა) – სასტარტო; რაიტი (18), მაილზი (12), სიაკამი (9), პოელტლი (2), ნოგეირა (1), პაუელი (0).
ვ: უოლი (23+15 პასი), მორისი (22+11 მოხსნა+6 პასი), ბილი (19), გორტატი (12+6 მოხსნა), პორტერი (9) – სასტარტო; სკოტი (14), უბრე (3), მაინმი (2), სატორანსკი (2), ფრეიზერი (0).
სერია: 1-0